ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოში კორონავირუსის მიუ შტამის შემთხვევა ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, “მიუ” შტამი რაიმე განსაკუთრებული აგრესიულობით არ გამოირჩევა.
“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ახალ “მიუ” შტამს აფასებს როგორც ინტერესის საგანს და არა განგაშის საგანს როგორც “დელტა” შტამთან მიმართებაში მოხდა. “დელტა” შტამი მაინც მთავარი წუხილის საგანი ხდება.
“მიუ” შტამთან დაკავშირებით ჯერჯერობით არის ბევრი ქვეყანა დაკვირვების პროცესში, ჩვენთან არ დაფიქსირებულა ჯერჯერობით ასეთი შემთხვევა.
რაიმე განსაკუთრებულ აგრესიულობას ამ ახალ ვარიაციას ვერ მიაწერენ, თუმცა ჯერჯერობით უნდა დაველოდოთ, თუ რა იქნება მსოფლიო გამოცდილება და ამის მიხედვით ჩვენც მივიღებთ შესაბამის ზომებს”,- ამბობს გაბუნია.