ვინ არის შალვა მელიქიშვილი, რომელსაც გუშინ რამდენიმე საათის გამავლობაში მძევლები ჰყავდა აყვანილი. “კურიერი” დაკავებულის რამდენიმე ახლობელს ესაუბრა – ის იყო მზარეული და სამსახური ერთი კვირის წინ დატოვა. ამასთან, ჰქონდა სერიოზული ფინანსური პრობლემები. ყოფილი თანამშრომლები ყვებიან, რომ მან სამსახური თავისი ნებით დატოვა.
ბრალდებულს უკვე ჰყავს უფლებადამცველი – ადვოკატი ლეილა გარსევანიშვილი კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტში ამ წუთებში ბრალდებულთან შეხვედრას მართავს. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრების პოზიცია, ამ ეტაპზე, მისთვის ცნობილი არ არის.
“რაც შეეხება ფსიქიკურ მდგომარეობას, ჯერ ვერაფერი გაირკვევა, იმდენად, რამდენადაც ამას სჭირდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას დაინიშნება. შეიძლება დუმილის უფლებაც გამოიყენოს და არაფერი არ მითხრას,”- აცხადებს ადვოკატი.