სხვადასხვა ოლქში გიორგი გახარიას პარტიიდან წევრების გადინება გრძელდება – ექსპრემიერის პარტია ამჯერად ქარელში, შუახევსა და ლაგოდეხში დატოვეს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვარდისუბანი-ცოდნისკარი-ჭიაურის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბესიკ ბებრიშვილმა უკვე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას და კანდიდატურის რეგისტრაციიდან მოხსნა მოითხოვა.
რაც შეეხება შუახევს, აქ პარტია “საქართველოსთვის” სამმა წევრმა დატოვა. პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს: თამარ გუნდაძე – სიის მე-9 ნომერი, ხუსეინ ხიმშიაშვილი – სიის 11-ე ნომერი, მზევინარ დიასამიძე – სიის 21-ე ნომერი.
ქარელში კი პარტიაში საქმიანობის გაგრძელებაზე უარი თქვა ბრეძის მაჟორიტარმა და პროპორციული სიის წევრმა ვლადიმერ ვართასაშვილმა.