“რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება იმიტომ, რომ მთავრობას არ აქვს საკმარისი რესურსი, ლეგიტიმაცია”

„ჩვენც ვატარებთ გამოკითხვებს, რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს ჩვენი შიდაპარტიული კვლევა და მე როგორ ვიკადრებ, რომ გამოვიტანო და დავდო. ეს არის ჩვენი შიდა სამუშაო დოკუმენტი. „ქართული ოცნება“ ახლა ცდილობს მისი გაურკვეველი არითმეტიკა მოახვიოს თავს მაყურებელს.

რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ამომრჩეველი. არცერთხელ, არასდროს მითქვამს და არ დამიკავშირებია, რიგგარეშე არჩევნების გარდაუვალობა მუნიციპალური არჩევნების შედეგებთან, პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ მუნიციპალური არჩევნების შედეგებს, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება-არ ჩატარებასთან საერთოდ არანაირი ლოგიკური კავშირი არ აქვს. რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას, მთავრობას არ აქვს საკმარისი რესურსი, ლეგიტიმაცია. სამართლებრივი და საარჩევნო ლეგიტიმაცია კი არა, ნდობა მოქალაქეების, რომ ღირსეულად უპასუხოს ქვეყნის წინაშე მდგარ რეალურ გამოწვევებს, პანდემია იქნება ეს, ეკონომიკა თუ სხვა რეგიონალური გამოწვევები, ვერ უპასუხებენ, მარტივი მიზეზის გამო, ნდობა აქვთ დაკარგული. დღევანდელი მთავრობა, ჩემდა სამწუხაროდ, ვერცერთ დარგში ნორმალურ სტრუქტურულ რეფორმას ვერ ჩაატარებს, ან ამ რეფორმის ფასი იქნება ნული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share