“ქართულ ოცნებაში“ ტანში ჟრჟოლავთ იმის გაფიქრებაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მიწაზე, თავის სამშობლოში შეიძლება დაბრუნდეს. ტანში აჟრიალებთ და ეს ჟრიალი ეტყობათ კიდევაც. ამიტომ, სულ ამაში არიან, რომ რაღაცა ხდება, – საბურავები, გადატრიალება, დამხობა, უბედურება… ხალხი არის ბრძენი, ხალხი მართავს ქვეყანას, ხალხია ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, ხალხს აღარ უნდა „ქართული ოცნება“ და ამ ხალხის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში, ყველაზე მსხვილი პროდასავლური პოლიტიკური ძალა და მისი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ბუნებრივია „ქართულ ოცნებას“ ეშინია ამ კონკურენციის“, – აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.