შესაძლოა COVID-მა გრიპის ვირუსის მსგავსად განაგრძოს ცირკულირება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, კორონავირუსის მუტაციების ფონზე შესაძლოა COVID-19-მა გრიპის ვირუსის მსგავსად განაგრძოს ცირკულირება.

“მე ვფიქრობ, რომ ვაქცინაციის მიზანი, პირველ რიგში, უფრო მწვავე დაავადების და გარდაცვალების პრევენციაა, ამავდროულად გამოვდივართ ზეწოლისგან ჯანდაცვის სისტემა. ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი მიდგომა, რათა საზოგადოებამ გაიკეთოს ვაქცინა და ის თანაბრად განაწილდეს ყველაზე.

ამავდროულად, თუ დავუშვებთ რომ COVID -19 განაგრძობს მუტაციას და დარჩება ჩვენთან, როგორც გრიპის ვირუსი, ჩვენ უნდა გავთვალოთ, თუ როგორი სტრატეგია გვექნება და მოვაგროვოთ ღირებული ცოდნა დამატებითი დოზების გავლენის შესახებ,” – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორმა, ჰანს კლუგემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share