გურიის გუბერნატორს ორი ახალი მოადგილე ეყოლება.
საკუტარი განცხადებებით ტანამდებობიდან წასულებს-აკაკი შენგელიასა და გია ებრალიზეს შესაბამისად ლევან ჯაფარიზე და ზაზა შოშიტაიშვილი ჩაანაცვლებენ.
როგორც “გურიის მოამბეს” არაოფიციალურად აცნობეს, ორთავეს დანიშვნაზე ბრძანება უკვე დაწერილია და ისინი მოვალეობის შესრულებას მომავალი კვირის დასაწყისიდან შეუდგებიან.
ერთადერთი მოადგილეებიდან ვინც თანამდებობა შეინარჩუნა ქეთი მოისწრაფიშვილია.
გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი მისი ოლიგარქ ვანო ჩხარტიშვილთან ახლო ურთიერთობაა.
ლევან ჯაფარიძეზე ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება, რაც შეეხება ზაზა შოშიტაიშვილს, ის ბეგი სიორიძის კადრია და დიდი ალბათობით მისი მისია სიორიძისათვის, გუბერნატორის რანგში დაბრუნების გზაზე სიტუაციის მომზადებაა.