“საპატრიარქო გადაიქცა ბიზნეს კორპორაციად, რომელიც ვაჭრობს ღმერთით”

“საპატრიარქოს გარკვეულ წრეებს ვურჩევ, თავის რიგებში მიხედონ უმცირესობის წარმომადგენლებს. თავის რიგებში რა გაგებით, იმ გაგებით, რომ ნუ ამბობენ ერთს და ნუ გვესმის იქიდან სხვა რაღაცები. და საერთოდ საპატრიარქო, არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვიტყვით, თუ გინდათ ჯოჯოხეთში მოვხვდე ამის გამო, გადაიქცა ბიზნეს კორპორაციად, რომელიც ვაჭრობს ღმერთით. ყველას არ ეხება ეს, მაგრამ მთელი რიგი მეუფეები ხომ ხედავთ რისი გამკეთებლები არიან და რა ძალადობის წამქეზებლები არიან და როგორ დაკარგეს კავშირი ღმერთთან, სიყვარულთან… ამ ყველაფერს მოჰყვა ლექსოს სიკვდილი და ეს უბედურება.

განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ფორმულას გადაცემაში საქართველო ირჩევს 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share