ცრუ მედია გვერდი, რომელიც საკუთარი სახელწოდების, ვიზუალური მხარის და მოქმედების მიხედვით Facebook-ის მომხმარებელს უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს რეალურ საინფორმაციო სააგენტოს წარმოადგენს. სინამდვილეში კი, მისი მიზანია სოციალურ მედიაში ალტერნატიული ინფორმაციული წყაროს შექმნა, “ქართული ოცნების” მხარდაჭერა და მისი ოპონენტების დისკრედიტაცია.
ასე მოიხსენიება ეს გვერდი – “გურია თაიმსი” – სამართლიანი არჩევნების სოციალური მედიის მონიტორინგის სამსახურის აღწერილობაში.