“5 ივლისს ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების მოწოდებებს მყისიერი საფრთხე არ შეუქმნია”

“მგონია, რომ ძალიან საშიში და სახიფათოა მოწოდების გამო ადამიანის დასჯა. იმიტომ, რომ ჩვენ არასდროს ვიცით, ვიღაცამ რომ მოუწოდა, იმან გამოიწვია ეს დანაშაული თუ მანამდე იყო დაგეგმილი დიდი ხნით ადრე. მოწოდებამ რა გავლენა მოახდინა ამაზე, ამას ვერავინ დათვლის.

მაგრამ, როცა სისტემას მოუნდება, თუ შენ კურთხევას გასცემ მოწოდების გამო ადამიანის დაჭერაზე, ნებისმიერ ისეთ სიტყვაზე, ნებისმიერ ისეთ ნათქვამზე, რომელიც არ მოეწონება, სისტემას, გააფორმებს, როგორც მოწოდებას და ეს გახდება ადამიანების დასჯის წყარო.

გამოხატვის თავისუფლება ნიშნავს ყველაფრის თქმის უფლებას და არა ის, რომ გაუმარჯოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ამას არ სჭირდება გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება სჭირდება ისეთი სიტყვების თქმის უფლებას, რომელიც არავის არ მოსწონს, ყველა აპროტესტებს, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება მაგიტომაა გამოხატვის თავისუფლება, რომ ეს დაიცვას.

ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც შეიძლება არსებობდეს გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით არის თუ ეს გამოხატვის თავისუფლება ქმნის მყისიერ, რეალურ, იმ წუთიერ საფრთხეს. არა მხოლოდ იქ [5 ივლისს] არ ქმნიდა, არამედ მე სამყაროში მაგალითი არ ვიცი, როდესაც გამოხატვის თავისუფლებამ შექმნა მყისიერი, იმ წუთიერი და რეალური საფრთხე”. – თქვა ხვიჩიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share