სტიქიამ სამეგრელოში სახლები და მანქანები დააზიანა

ძლიერმა წვიმამ და ქარმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში მოგლიჯა ხეები, სახლებს გადახადა სახურავები, დააზიანა მანქანები.

სამ სოფელს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ადგილობრივების ინფორმაციით, გვიან ღამით, მოულოდნელად მოვარდნილმა ნიაღვარმა თხილნარში, დასარჩევად დასაწყობებული თხილი წაიღო, ასევე დაიტბორა სასიმინდე ფართობები. ხალხი ამბობს, რომ წელს შემოსავლის გარეშე დარჩნენ და დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ.

ადგილობრივ ხელისუფლებაში კი ამბობენ,რ ომ გამოიყოფა ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინირებულად გადაწყვეტს, მისცემენ თუ არა კომპენსაციებს დაზარალებულ მოსახლეობას.

დახმარებას სულ 10-მდე ოჯახი ითხოვს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share