მეგის ქარდავას საქმის მოსამართლე გარდაცვლილი იპოვნეს

უკრაინაში გარდაცვლილი იპოვნეს მოსამართლე, რომელმაც ორი დღის წინ საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას ექსტრადირების საქმე განიხილა და  საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.

უკრაინული მედიიის ცნობით, მოსამართლე ვიტალი პისანცის ცხედარი საცხოვრებელ სახლში იპოვნეს, სადაც ის გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე სტუმრებს მასპინძლობდა.

ჯერჯერობით გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. უკრაინული პრესა არ გამორიცხავს,  რომ ფაქტი მოსამართლის საქმიანობას უკავშირდებოდეს.

ის 53 წლის იყო.

ამასთან, მეგის ქარდავას ექსტრადირების შესახებ მორიგი პროცესი ხვალ, 13 სექტემბერს არის ჩანიშნული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share