გუშინ ერთ პატივსაცემ პედაგოგს მივწერე შეიძლება გნახოთ მეთქი და, სამსახურს ვუფრთხილდებიო… მართალი გითხრათ მეწყინა და უფრო გამიკვირდა…
მაგრამ მას მერე რაც წუხელ სიუჟეტი ვნახე, შოკში ვარ. თურმე რა დღეში ყოფილხართ… ბოდიშს გიხდით რომ მეწყინა, თითოეულ პედაგოგს, ვინც თავისუფლებას უნდა ასხივებდეთ, მაგრამ… თითოეულს ვინც ინბოქსში მწერთ, დასაქმებულები, შენც(მიხვდები იმედია) ჩემი ერთი ლაიქისთვის რომ ლამის რაიონი დაგატოვებინეს და ყველას, ვინც გამოჩენას ვერ ბედავთ…
თუმცა სწორედ ამიტომ, ამ გულისამრევი მოცემულობის შესაცვლელად უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე და არამც და არამც არ შემოვხაზოთ 41.
ნებისმიერი სხვა, გარდა ამ ტოქსიკური ნომრისა. რადგან უკვე აუტანელია ერთი მხრივ ასეთი სიდუხჭირე და მეორეს მხრივ ასეთი “თავისუფლად სუნთქვა”.
წერს “ფეისბუკ მომხმარებელი” ირმა მგელაძე საკუთარ გვერდზე.