“ე.წ. “ძველმა ბიჭებმა” სამთავრობო მერობის კანდიდატის გამო მოქალაქე სასტიკად სცემეს

“ე.წ. “ძველმა ბიჭებმა”, სოციალურ ქსელ ფეისბუკში, სამთავრობო მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძისა და “ქართული ოცნების”  გინების გამო, მოქალაქე ლევან თავდიშვილი სასტიკად სცემეს.

ამის შესახებ ინფორმაციას “ფეისბუკის” საკუთარ გევრდზე ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, გოჩა ძიმისტარიშვილი ავრცელებს.

“ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ ე.წ ძველმა ბიჭებმა გუშინ დღის 4 საათზე სასტიკად ცემეს ოზურგეთელი ლევან თავდიშვილი საკუთარი სახლის ეზოში მოწმეების თანდასწრებით. მე ამას ვუკავშირებ არჩევნებს. ჩემთვის ასევე ცნობილია სხვა ძალადობის ფაქტებიც, რომლებიც ასევე დაკავშირებულია არჩევნებთან, უფრო სწორად ჩემს საარჩევნო კამპანიასთან. მივმართავ ქვეყნის უშიშროებისა და პოლიციის შესაბამის სამსახურებს, რომლებიც ვალდებულნი არიან დაიცვან მოქალაქეები მოძალადეებისგან,რათა დაუყონებლივ დაიწყონ გამოძიება. ღმერთო, ეს სად ვცხოვრობთ სად”-წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, გოჩა ძიმისტარიშვილი.

როგორც “გურიის მოამბეს” ლევან თავდიშვილის მეზობლებმა უთხრეს, თავდამსხმელებმა ჯერ თავდიშვილის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს, ამას თავად თავდიშვილი შეესწრო, რომელმაც ორი თავდამსხმელი სცემა, თუმცა მას მესამე მოეპარა ზურგიდან და თავში დიდი ქვა ჩაარტყა. ამის შემდეგ ის სამთავემ ძლიერ სცემა.

თავდიშვილს “ქართული ოცნების” თავდამსხმელები, ოლიგარქ ვანო ჩხარტიშვილთან დაახლოებული კრიმინალური ავტორიტეტები სცემდნენ.

მეზობლები კომენტარზე კატეგორიულ უარს აცხადებენ, თუმცა პრივატულ საუბრებში თქვეს, რომ სამთავე თავდამსხმელი და ბოლოს მეოთხეც, რომელიც მომხდარიდან რამდენიმე საათში საქმის მოსაგვარებლად გამოჩნდა, იცნეს.

ლევან თავდიშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და მას ამ დრომდე საცხოვრებელი სახლი მიტოვებული აქვს.

მოგვიანებით თავდიშვილმა, მისი ფეისბუკ პოსტიც, რასაც მასზე თავდასხმა მოყვა, წაშალა.

ძიმისტარიშვილი პროკურატურიდან მომხდარის სასწრაფოდ გამოძიებას ითხოვს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share