ჩარკვიანი- მერე “სუსი” აღარ გავიგო და წუწუნი სიღარიბეზე.. ყველამ ყველაფერი ვიცით!

პარტია “კანონი და სამართალი” – ს ლიდერი, თაკო ჩარკვიანი გადაცემა “მთავარ აქცენტებში” ნიკა გვარამიას მიერ “ოცნების” მერობის კანდიდატების წარსული საქმიანობის შეფასებას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება და წერს: “გვარამიას ვუყურე მთავარზე

-დედა რა იყო ეს ა?! იმიტომაც დაუდია ამ ხელისუფლებას ხელშეკრულება ბლორუსიის უშიშროებასთან ანუ ამ სუსს იმ სუსს! ჰოდა ყველამ ყველაფერი ვიცით, ვიცით რომ ქვეყანას ვკარგავთ , ჰოდა არჩევნებზე ზუსტად ვიცით რაც უნდა ვქნათ, ეს რუსეთ საქართველოს ომია!!!!!

სხვაგვარად არ და ვერ უნდა მოხდეს სირცხვილია ჩვენი, არა და მერეეე? მერე “სუსი “აღარ გავიგო და წუწუნი სიღარიბეზე და ჯანდაცვის უქონლობაზე, გამწარებულ მოხუცებზე და შვილების მომავლის განადგურებაზე! აგენტებს ხომ არ აირჩევს საქართველო ღმერთო?!

არჩევანი ასე გამოკვეთილი მგონი არასოდეს ყოფილა!-წერს ჩარკვიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share