დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურის გენერალური დირექტორის კენ მაკკალუმის განცხადებით, 11 სექტემბრის სტილის ტერაქტის გამეორების რისკი ისევ არსებობს. „thetimes“-ის ინფორმაციით, MI5-ის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აღნიშნული რისკი გაიზარდა მას შემდეგ, რაც დასავლეთმა ავღანეთი დატოვა.
მისი თქმით, ვაშინგტონის გადაწყვეტილებამ გაამხნევა და აღაფრთოვანა ისლამისტი ექსტრემისტები.
უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, საუბარია არა მხოლოდ მათი მორალური სულისკვეთების გაზრდაზე, არამედ დიდი ალბათობა არსებობს, მოხდეს ტერორისტების გადაჯგუფება გაფართოებული დარტყმების რეალიზებისთვის.
„რისკი იმისა, რომ ისინი აღადგენენ და კვლავ დაგვაყენებენ კარგად შემუშავებული მძიმე შეთქმულებების პირისპირ, რომელთა წინაშეც აღმოვჩნდით 11 სექტემბრის ტერაქტების დროს და შემდგომ წლებში, არსებობს“ , – განაცხადა მაკკალუმმა.