დღეიდან აცრილებისთვის გათამაშება “აიცერი და მოიგე” დაიწყება

დღეიდან აცრილებისათვის ფულადი გათამაშება “აიცერი და მოიგე” იწყება. გათამაშების შედეგები ვებგვერდ stopcov.lotto.ge-ზე განახლდება ყოველდღიურად, 12 საათზე.

შემთხვევითი შერჩევით ლატარიის კომპანია ყოველდღიურად გაათამაშებს ფულად ჯილდოებს აცრილებისთვის. გათამაშებაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია არ არის საჭირო.

გათამაშების შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა 7 სექტემბერს. მისივე თქმით, გათამაშების საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share