ტოჩინოშინმა საშემოდგომო სუპერტურნირი, აკი ბაშო მოგებით დაიწყო (ვიდეო)

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ საშემოდგომო სუპერტურნირი, აკი ბაშო მოგებით დაიწყო.

დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ტოჩინოშინი სასტარტო დღეს მე-11 მაეგაშირა კოტოეკოს შეხვდა და 29 წლის იაპონელს უვატედაშინაგეთი მოუგო.

ტურნირის მე-2 დღეს ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ენდო იქნება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: