“ნუ მამშვიდებთ! – დამანებეთ თავი – არ მინდა არაფერი – ერთი სპექტაკლი დამადგმევინეთ, წაბილწულებო” – რობერტ სტურუა

გთავაზობთ რუსთაველის თეატრის დასის ხელმძღვანელის რობერტ სტურუას ჩანაწერს, რომელსაც “ფეისბუქის” პირად გვერდზე აქვეყნებს:

“ჩ ე მ ი მ ა ნ ი ფ ე ს ტ ი!”
ეპიგრაფი:
“ნუ მამშვიდებთ! გთხოვთ! ფოლადათ ვიქეც! დამასკოს ფოლადი ვარ!”
ხალხო,
ქართველებო,
და არა ქართველებო!
დაიმახსოვრეთ კარგად:
არც დეპუტატობას ვაპირებ,
არც გუბერნატორობას
არც პროკურორობა მინდა და
სხვათა შორის
არც პრემიერ-მინისტრობა
ეკონომიკის მინისტრიც სხვა იყოს!
მაგრამ რატომღაც ყველა კარიერისტი, ქურდბაცაცა ნაცისტი
მე მებრძვის:
“მოჭადრაკის” ოჯახი,
“ბაზალეთის ტბა”,
“ქუთათურების” ჩასუქებული შვილი,
ისტერიული ჩინოვნიკ-ქალები
სხვათაშორის არც პრიმა-ბალერინას
საიდუმლო პოლიციის პოლკოვნიკ-ქმრის ‘პოგონები’ მსურს,
არც ევროპიელ პირველი ლედის როლი
და არც მისი ჭკუათხელი ქმრის პროვინციალი კაზანოვას ღარიბი სია
არც უნამუსოდ გამდიდრებულ
აფრიკაში მონადრე ბანკირს
მოვტაცებ “ლელოს”
არც დამჭკნარ მხდალი
“ამირანის”
(სვანეთის გმირის)
სისხლით მოსვრილი ბედი მხიბლავს,
აი, ქართველი ქალების გადაბრუნებული ტვინი კი მაწუხებს –
როგორ მოვარჩინოთ???
უმეტესობა ქურდბაცაცობაში ჩაავლო
ერის მსხნელმა –
და გაგიჟდნენ:
მაყუთი კიდევ გვინდაო!
ან ადგილი არ მომცაო
და დედას ვუტირებო.
ხალხი კი რატომღაც მე მეტაკა:
რატომ არ უთხარი ბიძინას
ფული დაგვირიგოსო!
ფული სააკას უფრო მეტი რომ აქვს –
ერი გაქურდა- ეს არაფერი?!
დანარჩენი ოლიგარხები კი გაყუჩდნენ: ვნახოთ ვინ ვის აჯობებსო –
უკრაინელი მოვამპირო სულელი ეშინებთ-
ბიძინასი კი შურთ
და ვერ იტანენ.
კი მარა მე რა შუაში ვარ?
მომეშვით რა?
აგერ ბათუმში მეზობელ ბიჭმა შემომძახა
“პუტინის შვილოო!”(მამა მაინც ეთქვა!)
და ლიფტში შეხტა შეშინებილი – ჯულიეტას შვილის ვაჟკაცობა კი ღიმილს გვგვრის.
ოოოო, მწერლობა კი ხმას არ იღებს
სდუმს(ინტელეკტუალები არიან – აბა რა!)
ჩვენი ნახევრად ნიჭიერი “კლასიკოსებს” კომპრომისების ფუმფულა ლეიბზე სძინავთ არხეინად:
ერთი პორტუგალიაში, თუ ესპანეთში, მეორე – ავსტრიაში, თუ ფრანქფურტში ფულებს შოულობს!
მე დამანებეთ თავი –
არ მინდა არაფერი –
ერთი სპექტაკლი დამადგმევინეთ, წაბილწულებო,
უცნაურად რომ დაკარგეთ საკუთარი თავი. და, ვაი რომ, იცით,
რაც დაკარგულს,
ვეღარასოდეს დაიბრუნებთ.
მე კი შეიძლება ერთი სპექტაკლი დავდგა! მომეშვით რა!
თქვენ კი ბედნიერნი ერთმანეთს ახარებთ:
“ხედავთ,
ჩვენი გინებ-ცხელება
მოქმედებს ამ ბებერზეო!”
გაყინულ სულში ჩაიბეჭდეთ:
“არ მოქმედებს!”
თქვენ გამომწრთვენით,
უგუნურებო
დამასკოს ფოლადის ვარ!
კუ-კუ!”

No photo description available.

mix.metronome.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: