“დღეს გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა და არის ძალიან პოზიტიური და მთლიანად სავაჭრო ბრუნვა რვა თვეში არის 22% გაზრდილი. განსაკუთრებით გავამახვილებ ყურადღებას საქართველოდან ექსპორტზე. საქართველოდან ექსპორტი არის თითქმის 15% გაზრდილი. გაფართოვდა გეოგრაფიულია, გაფართოვდა არეალი. შესაბამისად რვა თვის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა ძალიან კარგი ტემპით 25,7% გაიზარდა. ეს წინა წელთან შედარებით, მაგრამ თქვენ იცით, რომ ხშირად ვადარებთ 2019 წელს, რომელიც იყო პანდემიამდე და იყო ძალიან წარმატებული. წელს პირველ რვა თვეში ექსპორტი თუ შევადარებთ 2019 წლის შესაბამის პერიოდს ასევე, გაზრდილია 7,2%-ით. ეს ნიშნავს იმას რომ კვლავინდებურად გრძელდება ეკონომიკური გაჯანსაღება”. – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათა თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.