პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისევე, როგორც ღია და დახურულ სივრცეებში, სავალდებულოა და შესაბამისი სამსახურების მხრიდან აღნიშნული საკითხი მკაცრად გაკონტროლდება- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეიდან აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. აქვე მინდა შევახსენო მოქალაქეებს, რომ პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისევე, როგორც ღია და დახურულ სივრცეებში, სავალდებულოა და შესაბამისი სამსახურების მხრიდან აღნიშნული საკითხი მკაცრად გაკონტროლდება“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.