4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებენ საბავშვო გასართობი ცენტრები

„თუ ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია შენარჩუნდება, 4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებენ საბავშვო გასართობი ცენტრები,“ – განაცხადა დღეს, 13 სექტემბერს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შემსუბუქება შეზღუდვებზე ანალოგიურ ეფექტს გამოიწვევს.

 

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში თუ ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია შენარჩუნდება, 4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებენ საბავშვო გასართობი ცენტრები“, – აღნიშნა ღიბრაძემ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: