ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი ორ არასრულწლოვანს დაუდასტურდა. რვა თვის და ერთი წლის ბავშვები დაინფიცირდნენ.
ეს ინფორმაცია „გურიის მოამბეს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა დაუდასტურა.
„ორი არასრულწლოვანი გვყავს ინფიცირებული. რვა თვის და ერთი წლის ბავშვები. ორივე მათგანის შემთხვევაში ინფიცირების წყარო უცნობია.“-გვითხრა მენაღარიშვილმა.
გურიის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 60 შემთხვევა დადასტურდა.
მსგავსი სტატიები
- 60
ლევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…
- 52
ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI საქართველოში რელიგიის თავისუფლების, ქსენოფობიისა და მიგრანტთა უფლებების საკითხებს აფასებს. TDI-ს ინფორმაციით, 2020 წელი ადამიანის უფლებებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის კუთხით გამორჩეულად პრობლემური იყო - კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემია და მისი შედეგები განსაკუთრებულად მწვავედ მოწყვლად ჯგუფებზე აისახა და შექმნილმა ვითარებამ ადამიანის უფლებების…
- 52
ლევან ჯიქია - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში $ 3. გურია (ოზურგეთის მაზრა) საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მთელ გურიაში მიტინგები იმართებოდა. 1922 წლის 23-24 მაისის ღამეს გურიის სოფლებს შეიარაღებულმა პირებმა ჩამოუარეს, რომლებმაც ადგილობრივი გლეხები გააფრთხილეს მიტინგის ჩასატარებლად სად და რა დროს მისულიყვნენ.…
- 51
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ოჯახის 5 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათშორის ორი არასრულწლოვანია. ინფიცირების წყარო უცნობია. თავდაპირველად ვირუსი ბავშვების მამას და ბაბუას დაუდასტურდათ და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია „გურიის მოამბეს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა დაუდასტურა. „ოჯახის ხუთი წევრია ინფიცირებული. ორი არასრულწლოვანი, მათი მშობლები და ბაბუა. ვირუსი ჯერ ბაბუას და…