ლამის ყველა ჩვენი ჟურნალისტის მიმოწერაა მასალებში – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი სახალხო დამცველს მიმართავს. საქმე ეხება სუს-ის ფაილებს ფარულ მიყურადებასა და ჩანაწერებზე

“მღვდლები და სინოდი იქეთ იყოს და ლამის ყველა ჩვენი ჟურნალისტის მიმოწერაა მასალებში.

ჩემს ნაწილში, ყველაზე ამაზრზენი ჩემი და დეკანოზ მამალაძის სატელეფონო საუბრის კრებსია – ანუ, ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობა, რომელიც ფარულობის სრული პრივილეგიითაა კანონმდებლობით დაცული.” წერს ნიკა გვარამია

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია დღეს გავრცელდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share