ლანჩხუთელი მოსწავლე FLEX მომავლის ლიდერთა გაცვლითი კონკურსის ფინალისტია და აშშ-ში ისწავლის!

ლანჩხუთის მეორე საჯარო სკოლის მასწავლელი ვერიკო ურუშაძე სოციალურ ქსელში სასიხარულო პოსტს აქვეყნებს: „არაფერი ახლა ისე არ გამიხარდებოდა, როგორც შენგან შემოსული ზარი, ჩემო გურამ. სიხარულის მიზეზიც გვაქვს შენს პედაგოგებს – გურამ ფირცხალაიშვილი, ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, FLEX  მომავლის ლიდერთა გაცვლითი  კონკურსის ფინალისტია. ზუსტად ახლა, იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში,კერძოდ კოლორადოს შტატში მიემგზავრება,რათა იქ  ერთი აკადემიური სასწავლო წლით ისწავლოს. ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ შენით,გურამ. შენ კიდევ ერთხელ დაამტკიცე, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. გურამი ეტლით გადაადგილდება, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი მისთვის, ყოფილიყო გამორჩეულად შრომისმოყვარე და მიზანდასახული. მან მრავალთა სანუკვარი ოცნება აიხდინა. საუკეთესო წელი გქონოდეს შტატებში,ჩვენო გურამ! ამაყად გეტარებუნოს ფლექსელის საოცნებო სახელი. კიდევ ერთ მოსწავლეს დავულოცავთ გზას წარმატებული მომავლისკენ!“ _ წერს ვერიკო ურუშაძე

guriatoday.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share