“დაინგრა ღარიბაშვილის მთავარი წინასაარჩევნო გზავნილი – ქართული ოცნება იცავს ქართულ ეკლესიას, ქართულ ტრადიციებს, ურწმუნო ოპოზიციისგან. ახლა ეკლესია გაბრაზებულია ხელისუფლებაზე არა მხოლოდ იმიტომ, რომ უსმენდა და აკონტროლებდა, არამედ უფრო იმიტომ, რომ ვერ დაიცვა. მრევლი გაბრაზებულია იმიტომ, რომ ღარიბაშვილის ლაქუცი ეკლესიის მიმართ ფარისევლობა აღმოჩნდა და სინამდვილეში მათ მოძღვრებს უსმენენ და ამასთანავე აღსარების საიდუმლოსაც არღვევენ”.-წერს გია ხუხაშვილი.