„უნდობლობაზე მეტად ტრაგიკული ამბავი არის, რომ პრეტენზიების და ამბიციების მქონე პოლიტიკოსი ტესტისთვის მიდის სხვა ქვეყანაში. თავმოყვარეობის ამბავია, რატომ უნდა აკეთებდეს ამას პოლიტიკოსი, არ მესმის. როგორ შეიძლება არჩევნების წინ, სერიოზულად განიხილებოდეს, რომ „მე წავალ შესამოწმებლად და დაგიმტკიცებთ, რომ არ ვარ ნარკოტიკის მომხმარებელი.“ ეს სერიოზული ამბავია, რომ თვითმფრინავში ჯდება, მიფრინავს, თმას იწიწკნის, მერე უკან წამოვა, ჩაჯდება თვითმფრინავში, ჩამოვა საქართველოში… ეს შეიძლება სერიოზული ქცევა იყოს პოლიტიკოსისგან? რისი გულისთვის, რომ კალაძეს დაუმტკიცოს, არ მოუწევია. გავიგე, რომ არ ენდობა, მაგრამ ფეხებზე რატო არ იკიდებს?! ჩემზეც ხომ იძახიან, ამას შვრება, იმას შვრებაო, ფეხზე ხომ მკიდია?! მე არ მესმის ეს ქცევა და ალბათ, გახარია უნდა იყო, რომ ახსნა, თმის მოსაწიწკნად როგორ შეიძლება გაფრინდე სადღაც“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.