ირაკლი ღლონტი – ,,ქართულმა ოცნებამ” ჩემს ქალაქს მოუსპო ურბანული განვითარების პერსპექტივა

ვწუხვარ, რომ პოლიტიკური ამბიციებით თავს გვახსენებს ის პირები, ვინც პროტესტი არ გამოხატა მაშინ, როცა ჩემს ქალაქს წაართვეს ქალაქის სტატუსი ! ვწუხვარ, რომ მიზანმიმართულად გაღარიბებულ და მოტყუებულ ხალხს დღემდე სთავაზობენ მსახურებას ის პირები, რომლებიც მხოლოდ 1 კაცის მოსამსახურეები არიან !
,,ქართულმა ოცნებამ” ჩემს ქალაქს მოუსპო ურბანული განვითარების პერსპექტივა, ხოლო თემთა გაერთიანებებს, უშუალოდ სასოფლო-სამეურნეო განვითარების შანსი !
ოზურგეთი ჩემს აღქმაში ყოველთვის იარსებებს, როგორც განსაკუთრებული ქალაქი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემს ქალაქს დაუბრუნდეს საკუთარი სტატუსი, რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ ქალაქი ოზურგეთი გახდება მეტი დემოკრატიის, მეტი ინვესტიციის და მეტი განვითარების სამიზნე ! ეს ჩემი გამოწვევაა და მე მას ღირსეულად ვუპასუხებ !
წერს ოზურგეთის მერობის კანდიდატი “ენმ”-იდან, ირაკლი ღლონტი, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share