გუშინ გავრცელებულ სუს_ის ოპერატიულ ცნობებზე, რომლებიც ადასტურებს, რომ ქვეყანაში ყველას უსმენენ, უღებენ და უთვალთვალებენ, გამოძიება ჯერ არ დაწყებულა. პარალელურად ოცნება ამტკიცებს, რომ ჩანაწერები ნაციონალების დროს არის გაკეთებული, თუმცა ფაილებში არსებული დოკუმენტები ცხადყოფს რონ საუბარია 2013_2021 წლის ფაქტებზე. ამავე ჩანაწერებით დასტურდება, რომ უსმენდნენ ყველას _ მეუფეებს, მღვდლებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს და ეს სწორედ ქართული ოცნებს მმართველობის დროს ხდებოდა.
“მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradzeმართლა რა ამორალურ ადამიანად იქეცი! რაო, რას ამტკიცებდი გუშინ, ძველია და თავად შექმნესო. ჩემი შვილების ნათლობის ამბებზეც ოპერატიულ ცნობებს რომ წერთ, მართლა სულ გარეკეთ ხო? [21.12.19, 14:52:28] +995 577 50 60 60: მ.წ 21 დეკემბერს, ტელეკომპანია ,,მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნ.მელაძის საუბრებიდან ირკვევა რომ იგი ა.წ 22 დეკემბერს 13:00 სთ-ზე გეგმავს მისი შვილები (ტყუპები- ნატა და თინათინ მელაძეები) მონათლოს ლისზე მდებარე მამათა მონასტერში. ამავე ინფორმაციით მელაძე განმარტავს რომ ბავშვების ნათლიები იქნებიან : ვატო წერეთელი (ტვ-პირველის დამფუძნებელი) ნიკა გვარამია, სოფო ნიჟარაძე, ფიქრია ბუხაიძე, თეა ადეიშვილი, ნინო გაბრიაძე, მარიკა ვერულაშვილი, ეკა ხერხეულიძე. შენიშვნა: დამატებით მელაძე ესაუბრა მეგობარს მერი გუბელაძეს (პ/ნ 01010******, ) რომელსაც სთხოვა რომ 14:30 სთ-თვის ლისზე მის რესტორანში (სავარაუდოდ ლისი მერე) გაუმზადოს 15 ადამიანზე სუფრა” _ ეს ამონარიდია ოპერატიული ცნობიდან, რომელიც ტვ პირველის საინფორმაციოს უფროსმა ნოდარ მელაძემ სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ გამიაქვეყნა
მელაძის მსგავსად, ათობით ჟურნალისტი წერს რომ ფაილებში ასახული მათი საუბრები, მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ცნობები, 2013_2021 წლის ეპიზოდებს მოიცავს და ხელუსუფლების მტკუცება, რომ ჩანაწერები ნაციონალური მოძრაობის დროს გაკეთდა, ტყუილია.