“თალაკვაძე ხომ 2012 წლის 1 ოქტომბერს 12 საათზე გამოძვრა სანდრა რულოვსის კაბის” კალთიდან”

ოზურგეთიდან პარლამენტის დეპუტატის, ზვიად კვაჭანტირაძის ბიუროს ყოფილი თანამშრომელი, ნინო კუკულაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სოფელ ოზურგეთის მოქმედი გამგებლის, ბადრი თავდუმაძის პოსტს ეხმაურება, სადაც კოტე შარაშენიძის წინააღმდეგ წერს და მას “ნაციონალურ მოძრაობასთან” ალიანსში ადანაშაულებს, რასაც კუკულაძე პასუხობს:
“გადაი, ბადრია, ეზოდან”
ბადრი თავდუმაძის ფეისბუქპოსტმა ნოდარ დუმბაძის მოთხრობის: “ძაღლი”, ერთი პერსონაჟის მწარე ამოძახილი გამახსენა: “გადაი, ბადრია, ეზოდან”.
ბადრი თავდუმაძე “გვატყობინებს” – კოტე შარაშენიძე ნაცებთან ალიანსში შევიდაო და მასთან აღარ დამედგომებაო. ვის ატყუებ, ბადრი ბატონო? ეს პოსტი ხომ სწორედ იმიტომ “გამოგიცხვეს”, რომ სახელისუფლებო კანდიდატის ნაცობა გადაფარონ. შარაშენიძე რომ ნაცი არაა და არც არასდროს ყოფილა, ამის უტყუარი მტკიცებულებები თავად მაქვს და ამჯერად აქ აღარ განვმარტავ.
ბადრი, ამ “ჭკვიან კაცს”, ასე როგორ შეგეშალა მაინც? შარაშენიძე თუ ახლა შევიდა ნაცებთან ალიანსში, შენ ძირძველ, ელვარე, ნაცთან თავქუდმოგლეჯილი როგორ გავარდი?
თალაკვაძე ხომ 2012 წლის 1 ოქტომბრის 12 საათზე გამოძრა სანდრა რულოვსის კაბის კალთიდან, ” ოცნების ” მაისური გადაიცვა და “ქართული ოცნების” გამარჯვებისათვის მებრძოლი ხალხის გვერდით გაიჯგიმა.
შარაშენიძე კი იმ “კაბის კალთაში” ფიზიკურად რომ ვერ მოთავსდებოდა, ესეც ხომ ცხადია.
 მოარული ხმები ამბობს, ბადრის ის ტექსტი “ოცნების” შტაბში დაუწერესო. უთუმცაოდ მართალი იქნება.
ზუსტად თალაკვაძის პიარის ხელწერაა, თორემ ბადრი თავდუმაძეს თავად რომ მოენდომებინა და დაეწერა, გაცილებით გამართული და აზრიანი იქნებოდა.
პრესაში გაიჟღერა : თავდუმაძეს “ოცნება” აშანტაჟებსო. საარჩევნო ხმების მოსაპოვებლად შანტაჟი “ქართული ოცნების” ყოველდღიურობა გახდა, მაგრამ უფრო მგონია, ბადრი თავდუმაძეს ვიცე მერობა დაპირდნენ.
ჰოდა, ავთანდილ თალაკვაძემ თუ გაიმარჯვა, ბადრი თავდუმაძე 30 – ე ვიცე მერი გახდება და მერე იძახეთ, როგორ იკადრა ეს სისულელეო? თუკი არჩილ თალაკვაძე შეიძლებოდა პარლამენტის სავარძელზე წამოჭიმულიყო, ბადრი თავდუმაძის ვიცე მერობა, რატომ არ შეიძლება, ნეტავ?
ეჰჰ, ბადრი, ბადრი! 3 ოქტომბრიდან სოფელ ოზურგეთში ძაღლების მომლელ ქალბატონს თანაშემწის ვაკანსია ექნება და იქ მიიღე მონაწილეობა კონკურსში, არავინ დაგასწროს. თუ დაგასწრებს, არაუშავს, თალაკვაძე დარეკავს და “ჩაგიწყობს”.
 ქართული ანდაზაა “აღდგომა და ხვალეო”, მოახლოვდა არჩევნები და ყველა დავინახავთ, ნოდარ დუმბაძის გმირივით რომელი შემოგძახებს: “გადაი, ბადრია, ეზოდან”!!!
ცნობისთვის, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბადრი თავდუმაძე “ოცნებამ” დააშანტაჟა და პარტიაზე მუშაობა მოსთხოვა, სხვა შემთხვევაში კი, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით დაემუქრნენ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share