ფარული ჩანაწერების თემას “ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში რეფერენდუმისა და ოცნების ნდობის დამტკიცების დრო აღარ არის, რადგან საზოგადოებამ მას განაჩენი ვადამდელი საპარლამენტო გზით უნდა გამოუტანოს. ჭიჭინაძის თქმით, ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება, გადატრიალებაა და ამას ხელისუფლება აკეთებს:
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დატოვება აღარ შეიძლება!
ანუ, დღეს ქვეყანაში აღარც რეფერენდუმის დროა, არც ქართული ოცნების ნდობის დამტკიცება-არდამტკიცების!
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს და „ოცნების „ ხელისუფლებას განაჩენი გამოვუტანოთ!
რადგან მათი ხელისუფლება არა თუ გვიცავს, ღმერთმა დაგვიფაროს ეს ფაილები გამომზეურდეს და საჯარო გახდეს. იმდენი ადამიანი გადაემტერება ერთმანეთს, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივალთ, სისხლის ღვრა მოხდება.
საპარლამენტო ოპოზიციას რაც ეხება, კეთილი ინებონ და სასწრაფოდ შექმნან საგამოძიებო კომისია. საჯარო, ღია, ყველამ რომ შეძლოს ჩვენების მიცემა ისეთი და იქნებ ერთხელ და საბოლოოდ გავერკვეთ ვინ ქმნის ქვეყანაში ასეთ მდგომარეობას.
მოკლედ, ის, რაც დღეს ხდება, გადატრიალება, ქვეყნის დამხობაა – ამას „ოცნების“ ხელისუფლება აკეთებს და ამის შეგუება უბრალოდ აღარ შეიძლება” – აცხადებს ჭიჭინაძე.