ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია “ტვ პირველის” ეთერში ამბობს:
“ესენი, ეს თავხედები, გვიბრუნდებიან და გვეუბნებიან, რომ ეს ძველმა ხელისუფლებამ ჩაწერა, ეს საიდუმლო ფაილები, ვადასტურებ, რომ ლევან ვასაძესთან, გიორგი ზვიადაძესთან ჩემი მიმოწერა ყველა ავთენტურია. ეს მიმოწერა ერთი წლის, მასიმუმ, წელიწადნახევრის წინ განხორციელდა. ეს ხელისუფლება მეუბნება, რომ თურმე წინა ხელისუფლებამ გააკეთა ეს ჩანაწერი?
მეტი უბედურება რა შეიძლება, მოხდეს? ყველას უსმენენ, ეს აფეთქდება. აფეთქდება და ძალიან ცუდად მოუბრუნდება ,,ქართულ ოცნებას”, ჩვენ რომ გვაბრალებენ, ეკლესიას ებრძვიანო, ღარიბაშვილის გამოსვლა ვნახე, ეკლესიას თქვენ ებრძვით, ბატონო ღარიბაშვილო, ხართ დარწმუნებული, რომ ამაზე მეტი მტკიცებულებები არ არსებობს? ან მედიაში, ან სხვა ადამიანებს არ აქვთ მეტი მტკიცებულებები, როგორ ებრძვით ეკლესიას? ცაინიდის სკანდალი სხვა რა იყო, თუ არა ბრძოლა საპატრიარქოს წინააღმდეგ? ვინ ებრძვის ეკლესიას, ამ ჩანაწერებით დადასტურდა. თან გავერთე ამ ჩანაწერებით, აჩიკო თალაკვაძისთვის რომ ნაკურთხი წყალი არ ემეტებათ, თან გავერთე და თან ვბრაზდები, 21-ე საუკუნეა და ჩვენ იმაზე ვლაპარაკობთ, რაზეც 49 წლის წინ დემოკრატიულ სახელმწიფოში პრეზიდენტი გადააყენეს. 1972 წელს, მე რომ 1 წლის ვიყავი, ამერიკაში, დემოკრატების ოფისში დაყენებული მოსამენი აპარატურის გამო ქვეყნის პრეზიდენტი გადადგა.”