საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის პიკეტირებაზე Facebook-ლაივში საუბრობს.
„ვფიქრობ, რომ აქციები გვჭირდება ყველგან – ზუგდიდში, ქუთაისში, ყველგან, ყველგან. განსაკუთრებით, როცა ისინი ქურდულად შეიყვანენ პარლამენტს, არ უნდა შევუშვათ შიგნით, არ უნდა შევუშვათ პარლამენტში, არ უნდა მივცეთ საშუალება სხდომის ჩატარების, არ უნდა მივცეთ საშუალება ძარცვის დაკანონების. ქურდს ხელი ცხელ კვალზე უნდა ვტაცოთ და ვაგებინოთ პასუხი“, – აცხადებს სააკაშვილი.