“ეს ნაძირლები უსმენენ ყველას…ხოდა, არ უნდა შერჩეთ ! ორი ოქტომბრის არჩევნებზე ეს მარაზმი უნდა დავასრულოთ” – ნენე დალაქიშვილი

ჟურნალისტი, ნენე დალაქიშვილი:

“კი, ვიცოდი, რომ მისმენდნენ, ყველამ ვიცოდით, მაგრამ, როცა ამ კრებსებში მეც აღმოვჩნდი, როცა ხილული ფაქტი ვნახე, ძალიან, ძალიან, გავბრაზდი.

ეს ნაძირლები უსმენენ ყველას, ძვრებიან ადამიანების საძინებლებში, პირადი ცხოვრებით აშანტაჟებენ და ფსიქიკას გვირყევენ.

ხოდა, არ უნდა შერჩეთ !

ორი ოქტომბრის არჩევნებზე ეს მარაზმი უნდა დვასრულოთ.

ჩვენი შვილების გამო, ჩვენი ქვეყნის მომავლის გამო, მათ გამო, ვისაც აშანტაჟებენ და ვინც ვერ ბედავს, რომ ხმა აიმაღლოს.

მათი მხარდამჭერების გამოც უნდა დავასრულოთ, რომ ამ ქვეყანაში ყველამ ერთად, მშვიდად და მშვიდობიანად ვიცხოვროთ.

მანამდე, კი, ვაპირებ, ამ ნაძირლებს ვუჩივლო ყველგან, ყველა ინსტანციაში აქაც და თუ საჭირო გახდა, სხვაგანაც.

მოგიწოდებთ, ყველამ, ვინც ამ საზიზღარ დანოსებში მოხვდით, უჩივლეთ ქვეყნის მტრებს და მოღალატეებს.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share