პოლიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი:
„მე მგონი ძალიან გაზვიადებული და გადაჭარბებულია სუსის მასალებზე ოცნების ლიდერთა არაადეკვატური კომენტარების გამო იმის ვარაუდი, რომ ოცნება “რაღაცას აპირებს.
ჩვენ რომ ნორმალური სახელმწიფოს მსგავსი ვიყოთ, მთავრობა უკვე კაი ხნის გადამდგარი უნდა იყოს, მართლაც დღესავით არის ნათელი მაგრამ აბა სხვა რა რასკლადი უნდა დაჯდეს ქვეყანაში, რომ ამდენი დებილი მოჯდეს მაღალ თანამდებობებზე? ჰოდა, ვინც დებილია ყველა ბოლომდე ჩაებღაუჭება ამ უნიკალურ პერსპექტივას. ეს პერსპექტივა სინამდვილეში კი უპერსპექტივობაა, მაგრამ დებილი იმიტომაცაა დებილი, რომ ელემენტარულ რაღაცეებს ვერ ხვდება.
რა უნდა ვქნათ? ბევრი არც არაფერი: 2 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ხმის მიცემისას ის მაინც გავაცნობიეროთ, რომ არ ვიმსახურებთ ამ დებილების ჩვენს თავზე წამოჯდომას, თუ რასაკვირველია თავად არა ვართ მსგავსი დებილები ან რამე სარგებელი არ გვაქვს მათგან ამისთანები იმსახურებენ”.