“ბევრჯერ მითქვამს ჩვენი ოპონენტებისთვის, ან წიგნი წაიკითხეთ, ან კალკულატორი აიღეთ, ან არითმეტიკას მიხედეთ,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს.
„ერთი ჰოსპიტალური ადგილის შექმნას უნდა 80 ათასი დოლარიდან 120 ათას დოლარამდე. 5 ათასი საწოლი ადგილი რომ შეიქმნას, ამას სჭირდება ნახევარი მილიარდი დოლარი. ადამიანები რაღაცას რომ ლაპარაკობენ, ბევრჯერ მითქვამს ჩვენი ოპონენტებისთვის, ან წიგნი წაიკითხეთ, ან კალკულატორი აიღეთ, ან არითმეტიკას მიხედეთ.
ჯერ ერთი, ქვეყანაში საწოლ ფონდების დეფიციტი არ არსებობს. 5 ათასი საწოლი დღეს გამოვაცხადეთ იმისთვის, რომ მუდმივ მზაობაში გვქონდეს 5 ათასი საწოლი ადგილი ახალი წლისთვის. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ დარეზერვებული გვქონდეს. ეს საწოლი ადგილები იქნება სახელმწიფოს განკარგულებაში კოვიდისთვის. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულმა კლინიკებმა უნდა გაათავისუფლოს ადგილები. თუ ასეთი ტემპით გაგრძელდება, დამატებით 5 ათას საწოლზეც მოგვიწევს გამოცხადება, ან პირიქით“, – განაცხადა გახარიამ.