“ქართული ოცნების” ოზურგეთის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, მომავალი გუბერნატორობის საკითხთან დაკავშირებით, ბეგლარ სიორიძესთან, მორიგი შეხვედრა გამართა.
როგორც “გურიის მოამბეს” აცნობეს, შეხვედრა, ბეგლარ სიორიძის კუთვნილ სასტუმროში “ოზურგეთი პლაზაში” შედგა.
წყარომ რედაქციას ფოტოსურათიც გადმოუგზავნა, სადაც, მიუხედავად სიბნელისა-შეხვედრა გვიან ღამით შედგა-კარგად ჩანს, სასტუმროს წინ არჩილ თალაკვაძის სამსახურეობრივი ავტომანქანა.
სიორიძისა და თალაკვაძის მორიგ თათბირს, წინ უძღოდა გურიის ადმინისტრავიულ ცენტრში ოლიგარქ ვანო ჩხარტიშვილის სტუმრობა.
გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიასა და საარჩევნო ადმინისტრაციის ფინანსურ უზრუბცელყოფას, ვასილ ჩიგოგიძესთან ერთად, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პატრიარქის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, ვანო ჩხარტიშვილიც ახორციელებს.
სწორედ ჩხარტიშვილია არჩილ თალაკვაძის მთავარი ზედამხედველი და ის განსაზღვრავს “ქართული ოცნების” პირობებში ოზურგეთის აწმყოსა და მომავალს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მისი პოზიცია ურყევია, ავთანდილ თალაკვაძის გამარჯვების შემთხვევაში, ეს უკანასკნელი უბრუნდება თბილისს და ის ვანო ჩხარტიშვილის კუთვნილ კომპანიაში აგრძელებს არაოფიციალურ მუშაობას, ოზურგეთს კი ვიცე მერის სტატუსით, ბეგლარ სიორიძე “უმენეჯერებს”.
წყაროს ინფორმაციით,სწორედ ეს არის მიზეზი, რომ დღემდე მმართველ გუნდს ვიცე მერის კანდიდატურა არ დაუსახელებია.
თავის მხრიც არჩილ თალაკვაძე, ვანო ჩხარტიშვილის გურიაში არ ყოფნის პირობებში, დირექტივებს ბეგი სიორიძიდან მიიღებს.
ეს ფოტოსურათიც მაშინაა გადაღებული,როცა თალაკვაძე, სიორიძემ, საკუთარ სასტუმროში, მორიგ ჯერზე გამოიძახა.
ჩვენთვის უცნობია, კონკრეტულად რა საკითხებს განიხილავდნენ ისინი, რადგან წყაროს წვდომა შეხვედრის ოთახზე არ ქონია.
თუმცა გარკვეულ მომენტში ისმოდა ხმები, შეხვედრის მონაწილეები როგორ სახავდნენ ქალაქში მოულოდნელად დამდგარი უარყოფითი ბალანსის აღმოფხვრის შესაძლებლობებს.
როგორც წყარო გვატყობინებს, შეხვედრის მონაწილეები ერთმანეთში არ მალავდნენ, რომ მმართველი პარტია ქალაქ ოზურგეთში სამივე მაჟორიტარულ ოლქს აგებს.
.