“მთავარი” არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია:
“მამუკა მდინარაძე უარყოფს ლევან აბლოთიას მეორე სართულიდან გადმოგდების ფაქტს და ამტკიცებს, რომ თვითონ გადავარდა.
მთავარი არხი უარყოფს ცოცხალი ორგანიზმი მამუკა მდინარაძის არსებობის ფაქტს და ამტკიცებს, რომ ის დაჩუტული რეზინის რეზერვუარია და ბრიფინგზე გამოსვლის წინ მას ბერავენ.
ps ჩვენთვის უცნობია, ბრიფინგის შემდეგ გასაბერ მამუკა მდინარაძეს ეგრევე ჩუტავენ თუ არა.”