ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი ზურაბ გურული:
“მოკლედ, როგორც “ლანცეტის ინფექციურ სნეულებებში” გამოქვეყნებული კლინიკური კვლევის დასკვნა იუწყება, იმ პაციენტებში, რომლებიც კოვიდის გამო კლინიკებში იქნენ მოთავსებული, 7 დღეზე მეტი სიმპტომატურები იყვნენ და ჟანგბადით დახმარებას საჭიროებდნენ, “რემდესევირს” პრაქტიკულად ფიზიოლოგიური ხსნარის ეფექტი აქვსო.
კვლევა, სახელწოდებით DisCoVeRy სერიოზულია; ევროპის 48 სხვადასხვა ცენტრში ერთდროულად მიმდინარეობდა.
ჯერჯერობით არავითარი კვლევა არ ჩატარებულა სასწრაფოდ ჰოსპიტალიზირებულ მცირესიმპტომიან მსუბუქ პაციენტებზე, რომლებსაც პირველი 24-48 საათის განმავლობაში ჩაუტარდათ “რემდესევირით” მკურნალობა”