“იუნისეფის” რეკომენდაცია სკოლების სწრაფად გახსნის შესახებ

გაერო-ს ბავშვთა ფონდი განათლების უწყებებს მოუწოდებს, სკოლები რაც შეიძლება მალე გაიხსნას. მათი თქმით, ეს განსაკუთრებით იმ ქვეყნებს ეხება, სადაც პანდემიის დაწყებიდან 18 თვის განმავლობაში, მილიონობით მოსწავლე საკლასო ოთახებში არ დაბრუნებულა.

სხვადასხვა ქვეყნის დაახლოებით 27%-ში სკოლები ნაწილობრივ ან სრულად დახურულია, მსოფლიოს 11 ქვეყნის 131 მილიონ სტუდენტს საკლასო ოთახებში სწავლის პროცესის სამი მეოთხედის გაცდენა მოუწია, როგორ გაეროს ბავშვთა ფონის შეფასებაშია ნათქვამი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: