საჯარო მოხელეები, პედაგოგები, “ოცნების” მხარდამჭერები – სოსო გოგაშვილი გურიაში გუნდს აძლიერებს

სახელმიწფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი სოსო გოგაშვილი გუნდს აძლიერებს. “სახალხო პარტიას”, რომლის აღმასრულებელი მდივანიც გოგაშვილია, დღეს, გურიაში პედაგოგები, საჯარო მოხელეები და “ქართული ოცნების” წევრებჯ შეურთდნენ. ოზურგეთში გამართულ შეხვედრაზე გაირკვა, რომ გოგაშვილის გუნდს ჩოხატაურის მერიის ააიპ საფეხბურთო კლუბ “ბახმაროს” დირექტორი, ერეკლე მრელაშვილი შეურთდა. მრელაშვილმა არ ისურვა საუბარი იმ მიზეზებზე, თუ რატომ აღმოჩნდა გოგაშვილის პარტიაში. ამავე შეხვედრიდან ცნობილი გახდა, რომ სუს_ის უფროსის ყოფილი მოადგილის გუნდს “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და პედაგოგებიც შეურთდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share