გურიაში წინასაარჩევნო კამპანია ლამის ომს დაემსგავსოს.
ოპონენტების ლანძღვა, გინება, დაშინება ყოველდღიურობად იქცა, თუმცა, ვხდებით ნოვაციასაც. მაგალითად, “ოცნების” კანდიდატს, ზვიად მამალაძეს ოჯახი სოციალურ ქსელში ისეთ გზავნილს უკეთებს, კაცი იფიქრებს არჩევნებში კი არა, ომში მიდისო:
“ჩვენი ცხოვრების განვლილ გზაზე სირთულეების მიუხედავად, ხარ და რჩები ღირსეული მეუღლე, ოჯახის ერთგული , საოცრად მოსიყვარულე შვილების მამა და ლიდერი ხალხის სამსახურში. თავდაუზოგავი. სოფლის ინტერესების მცველი. შენ შეძელი ბევრი ისეთი საკითხის მოგვარება, რომლის შესრულებაც ბევრ შენს ამომრჩეველსაც არ სჯეროდა . შენ შეგიძლია ოპონენტებს შეხვდე და ესაუბრო წარმატებებსა და შექმნილ პრობლემებზე. ცდილობ მაქსიმუმი გააკეთო შენი კომპეტენციის ფარგლებში. გაქვს მტკიცე და მიზანმიმართული ხასიათი . ამავდროულად რჩები კეთილი და სუფთა გულის ხარ. მადლიერი და ყურადღებიანი შენი ხალხის, ამომრჩევლის . გსურს და ცდილობ საქმეში ბოლომდე დაიხარჯო . მჯერა ,რომ სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული შენი წვლილი და შრომა სოფლების განვითარებაში, მათ კეთილდღეობაში.
ხევი, ბჟოლიეთი, ბუქსიეთი, ნაბეღლავი, ქვაბღა, ჩხაკაურა, ბახმარო. წარმატებებს გისურვებ.
შენი ოჯახი”, –უწერს მამალაძეს მისი მეუღლე, თეონა მჭედლიშვილი.