დვაბზუს გამგებელი მამუკა გოგუაძე ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს მარიკა ჩხიკვიშვილს პასუხობს:
“დღე მე-3
შეპირებისამებრ,გრძელდება ჩემი პასუხები საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატის-მარიკა ჩხიკვიშვილის პოსტის შემდეგ.
დეპუტატობის კანდიდატი წერს(ძალიან ძნელია აზრის გამოტანა წინადადებების და სასვენი ნიშნების გაუმართაობის გამო,მაგრამ ამაზე შემდგომ)…მოუმატეს ჭორების გავრცელებას და წუწუნსაც. დვაბზუში ამომრჩევლების შეურაცხყოფა და მასზე ზეწოლაც დამაბრალეს,რაც აბსურდი და უსინდისო ტყუილია(კი.არსებობს სინდისიერი ტყუილიც)ამისთვის (ვციტირებ შემოკლებით) მერმა ჩვენს სოფელში მ.გ(მე)გამოიყენა.სოფლის გამგებლად დანიშნა შავი დღისათვის, რომელიც ახლა დაუდგა. და თან საკუთარ სოფელს,რომელზეც პასუხისმგებლობა აქვს ჩაბარებული ეუბნება და ა.შ.მოკლედ ასე. გამოდის, ჭორების გავრცელებაში დამნიშნა მერმა სოფლის გამგებლად?
ცნობისათვის. მერი ნიშნავს მის წარმომადგენელს ამა თუ იმ ტერიტორიულ ერთეულში და ეს დეპუტატმა უნდა იცოდეს. რაც შეეხება ძალადობას და ზეწოლას, აქ გადავალ კონკრეტიკაზე მოგვიანებით .
“ამ საქმისთვის გამოყენება”რომელ ქართულს მივაკუთვნო? ამ საქმისთვის განამწესა მაინც დაგეწერა, შეურაცხმყოფ და სწორი ქართულით მაინც დაწერე. ან “პასუხისმგებლობა აქვს ჩაბარებული” სადაური ქართულია? პასუხისმგებლობას იღებენ და არა აბარებენ. მახსენდება საკრებულოს ერთ-ერთი სხდომის საგაზეთო მასალა,სადაც ერთ-ერთ დეპუტატს ორიანი დაუწერე. ამ ორ განაწერაში რა ნიშანი გეკუთვნის, ვინც ჩემზე ეს დაკვეთა მოგცა, იმას უთხარი. ახლა ძირითადი საკითხი. წინა ორ შეკითხვაზე პასუხი არ გაქვს. გავყვები ქრონოლოგიურად. 2019 წელს,შემოდგომაზე, დვაბზუს სტადიონზე ჩატარდა მატჩი ნორჩ ფეხბურთელთა შორის. მატჩის შემდეგ, მოედანზე გამოვიდნენ შერეული ჯგუფები-გოგონები და ვაჟები. სიმბოლურად კარში კარში ჩადექით თქვენ. ამ ღონისძიებას ესწრებოდა ბ-ნი დავით დარჩიაც. იკვეთებოდა ქალთა საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბება, რაც ძალიან საშური საქმე იყო. გაზთმა”ალიონმა” სულ მოკლე ხანში დადო ინფორმაცია, რომ დვაბზუში არის ქალთა საფეხბურთო გუნდი, რომლის პრეზიდენტია მარიკა ჩხიკვიშვილი. ეს ამბავი მოედო მთელ მუნიციპალიტეტს. ახლა საზოგადოებას გაეცით პასუხი-რომელი გუნდია ეს, როდის დაფუძნდა, ვინ არის მწვრთნელი, რომელ შეჯიბრებებში მიიღო მონაწილეობა, როგორც პრეზიდენტმა რა ხარჯი გასწიეთ ამ გუნდის განვითარებაზე. მიმაჩნია და დარწმუნებით ვიტყვი, რომ ეს არის ტყუილი და მოსახლეობა შეიყვანეთ შეცდომაში. სავარაუდოა, რომ თქვენი “სამოქმედო”არეალი”გაგეფართოებინათ, მაგრამ ბადეში აღმოჩნდით. ესაა ტყუილი, რომელიც არავის არ ავნებს თქვენს გარდა…
ჩემი სკოლის მეგობარს-ნ.ასათიანს კიდევ ერთხელ ვთხოვ, გუშინდელი ჩემი წერილის პასუხად, ის ფოტო და არსებული მასალა დადოს. რაც შეეხება დღევანდელი დღის ამბავს, ეს მარტივია, ჩვენ ერთად ვიყავით იმ ღონისძიებაზე. არა საწყენად, მაგრამ აუცილებელ სათქმელად, ეს მე-2 გადაუმოწმებელი ცრუ ინფორმაციაა “ალიონში”დაბეჭდილი ქ-ნი როზეტას და ქ-ნი მარიკას მონაწილეობით. შეხვედრამდე”.
წერს მამუკა გოგუაძე; ოზურგეთის მერის წარმომადგენელი დვაბზუს ტერიტორიულ ერთეულში, ფეისბუკის საკუთარ გევრდზე;