bm.ge/მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოდან ოქროს ექსპორტი შემცირდა. მიუხედავად ამისა, დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქროს რეალიზაციას ადგილობრივ ექსპორტში, 10 მთავარ საექსპორტო საქონელში 2.2%-იანი წილი უკავია.
ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანამ 1.1 ტონა ოქროს ექსპორტით 36.8 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. წინა წლის აღნიშნულ პერიოდთან შედარებით კლება 27.7%-ია, ხოლო 2019 წლის 7 თვესთან შედარებით ოქროს რეალიზაცია 6.4%-ითაა შემცირებული.
მნიშვნელოვანია, რომ დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქროს მთავარ მოწინავე საექსპორტო ბაზრის სტატუსს წლების განმავლობაში შვეიცარია ინარჩუნებს. ოქროს რეალიზაცია კი მიმდინარე წლის 7 თვეში 4 ქვეყანაში განხორციელდა:
1. შვეიცარია – 34.2 მლნ დოლარი, 1.07 ტონა;
2. გერმანია – 1.5 მლნ დოლარი, 0.04 ტონა;
3. არაბთა გაერთიანებული საამიროები – 784.8 მლნ დოლარი, 0.02 ტონა;
4. თურქეთი – 241.9 მლნ დოლარი, 0.01 ტონა.