“ქართულმა ოცნებამ” ხმების სანაცვლოდ ვადაგასული პროდუქტები დაარიგა

ამომრჩევლის მოსყიდვა გაფუჭებული პროდუქტით – სურსათი, რომელიც ზესტაფონის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს მმართველმა პარტიამ რამდენიმე დღის წინ გადასცა, ვადაგასული და საკვებად უვარგისი აღმოჩნდა.

მოქალაქეებმა “მთავარ არხთან” დაადასტურეს, რომ პროდუქტი ნამდვილად აიღეს და სანაცვლოდ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში 41 ნომრის შემოხაზვა მოსთხოვეს. ერთ-ერთი მათგანი ამბობს: “ნახევრად მითხრეს რა უნდა გავაკეთო, მაგრამ რა მითხრეს, ეს საიდუმლოა და ჩემი უფროსის ხათით ვერ გეტყვით”.

ოპოზიციაში ამ ფაქტს ადამიანების შეურაცხყოფად და დანაშაულად აფასებენ:

“ადამიანების დაცინვა და დამცირება უფრო მეტად თუ შესაძლებელია, მე ძნელად წარმომიდგენია. მასიურ მოსყიდვას, რომელსაც “ქართული ოცნება” აკეთებს ადმინისტრაციული რესურსით, მათ შორის დასუფთავების სამსახურით, ახლა გვიკავშირდებიან, რომ ეს არის გაფუჭებული, ვადაგასული პროდუქტი. ეს არის დანაშაული”, – თქვა ქუთაისში ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share