ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია, წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭკადუაშში მხარდამჭერებს შეხვდა და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
“საქართველო არ დავუთმოთ რუსებს. ეს მთავრობა ჩვენ მიგვაქანებს რუსეთისაკენ და ეს ყველა თქვენგანმა იცის. მე არ მინდა, გაჭირვებაში იცხოვროთ. არ შეიძლება მარტო პურის ფული იშოვონ დღეში იმიტომ, რომ ბავშვებს უნდა მისცენ განათლება და თვითონაც უნდა იცხოვრონ ისე, როგორც ევროპაში. რუსეთი აგრესორია, რუსეთი დამპყრობელია და მე ამას ვერ შევეგუები”, – თქვა ანზორ მელიამ.
შეხვედრის ბოლოს, ანზორ მელიამ მოსახლეობას კორცხელი-ჭკადუაში-ოდიშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მანუჩარ ფიფია წარუდგინა.