“არ მქონია ეგ ბედნიერება, რომ მეგის ქარდავას ვიცნობდე, ნამდვილად არ დავმალავდი. როგორ ვაფასებ მის საქმიანობას? ძალიან ნეგატიურად. ჩემს შეცდომად ვთვლი, რომ თავის დროზე, როცა ძალაუფლებაში ვიყავი, მეგის ქარდავასნაირებს ადგილი არ მივუჩინე, – ასე ეხმაურება გიგი უგულავა სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირებას.