მაშინ როდესაც უკიდურესად დაძაბულია პოლიტიკური გარემო და პოლიტიკური მანიპულაციების გამო ზოგი ადამიანი მზად არის მისგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს, მათ შორის ჟურნალისტს, ფიზიკურად გაუსწორდეს, თბილისის ქუჩებში აკრავენ უზარმაზარ ბანერებს ( საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც იგივე დიზაინის ბანერები გვახსოვს ვითომ ქართული ოცნების უცნობი მხარდამჭერების შეკვეთით) , რომლებზეც პოლიტიკოსებთან ერთად ჟურნალისტების ფოტოებიც არის და რომლებიც თავისი არსით ძალადობისკენ მოწოდებაა. ყველამ ვიცოდით, რომ ჟურნალისტებზე თავდასხემბის არაეფექტურად გამოძიება და ლიდერების აგრესიული რიტორიკა ფაქტიურად მწვანე შუქს უნთებდა მოძალადეებს, რომ მომავალშიც იგივე ექნათ. დღეს ამ ბანერებით, დამტკიცდა, რომ ხელისუფლების ინტერესებშია რაც შეიძლება მეტი ნაცემი მოქალაქე და ჟურნალისტი არჩევნებამდე და არჩევნების დღეს. დღეიდან პირდაპირ მათი პასუხისმგებლობაა რაც მოხდება არჩევნების დროს- ყოველი ნაცემი ადამიანი და დასისხლიანებული ჟურნალისტი არის მათ კისერზე. რად გიღირთ ეს ძალაუფლება, რომ ასეთ ბინძურ თამაშს ეწევით. სირცხვილია !
წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელი, ეკა გიგაური.