ჟურნალისტებმა ოზურგეთში უკანონოდ მოქმედი ინერტული მასალების მოპოვების ფაქტი გამოააშკარავეს

როგორც გაირკვა იმისთვის რომ მოსახლეობის გული მოიგონ, მდინარეებიდან კანონის სრული დარღვევით ქვიშა_ხრეშის მოპოვებას ქართული ოცნება ახორციელებს

ხდება ქვიშა ხრეშის უკანონოდ მოპოვება ქალაქ ოზურგეთში კიტა მეგრელიძის ქუჩაზე მდებარე კარიერზე და შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გზების მოშანდაკება მოხრეშვა.

 

ადგილზე გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის  და შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები იქნა გამოძახებული

ადგილზევე მოვიდა კარიერის მფლობელი კომპანიის ხელმძღვანელიც, თუმცა მან ადგილი ჟურნალისტების დანახვისთანავე დატოვა.

მანამდე ადგილი ჟურნალისტების მისვლისთანავე გაქცევით დატოვეს მძღოლებმაც, ისე რომ ტექნიკა ადგილზე დარჩათ.

მმართველ პარტიას ადანაშაულებენ ადგილობრივ ოპოზიციაშიც.

გარემოსდამცველები კი მოითხოვენ შესაბამისი უწყებებიდან ტექნიკის დალუქვასა და კომპანიაზე საჯარიმო სანქციების აწესებას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share