სკანდალი: პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირს სასულიერო სემინარიის ყალბი დიპლომი აქვს – ინფორმაცია სუს-ის საიდუმლო კრებსიდან

https://cnews.ge/

სუს-ის საიდუმლო კრებსებიდან, რომელიც 2014 წლის 24 ივლისით თარიღდება და რომელიც ასეა დასათაურებული – „ინფორმაცია“, მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილზეა საუბარი. კერძოდ, ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მიტროპოლიტი ცალკეული სასულიერო პირებისთვის ბათუმის სასულიერო სემინარიის ყალბი დიპლომების გადაცემას გეგმავს. ამავე ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სასულიერო სემინარიის ყალბი დიპლომი აქვს პატრიარქის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიო მუჯირსაც.

„არსებული ინფორმაციით, საუბარი შედგა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილსა და ბოლნისის მთავარეპისკოპოს ეფრემ გამრეკელიძეს შორის. მიტროპოლიტ შიოლაშვილის ინფორმაციით, მან გადაწყვიტა მღვდელმთავრებს გერასიმე შარაშენიძეს, დავით მახარაძეს და ეფრემ გამრეკელიძეს გადასცეს ბათუმის სასულიერო სემინარიის ექსტერნად დამთავრების დამადასტურებელი დიპლომები. ხსენებული დიპლომები დათარიღებული იქნება ძველი თარიღით.

დიმიტრი შიოლაშვილს სურს, რომ სასულიერო პირებსა და განსაკუთრებით მღვდელმთავრებს ჰქონდეთ სასულიერო განათლება, რომელსაც შემდეგში გაიღრმავებენ რუსეთის ან კიევის სასულიერო უნივერსიტეტებში.

ცნობილი გახდა, რომ მიტროპოლიტ შიო მუჯირს წარსულში მსგავსი სახით გადაეცა ბათუმის სასულიერო სემინარიის დიპლომი,“ – წერია ინფორმაციაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share